20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მომზადებულ ამნისტიის პროექტს დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
"ნაციონალური მოძრაობა" კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს და თვლის, რომ "ქართული ოცნება" მას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა, ვინც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული ჩაიდინა და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვინც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. ეს ადამიანები ნასამართლეობის არმქონედ ჩაითვლებიან.