ხვალ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა ოთხი დღის წინ გამოსცა. დღის წერიგით ახალი მოწვევის დეპუტატებმა 11 საკითხი უნდა განიხილონ. რეგლამენტის თანახმად უმაღლეს საბჭოშიც საქართველოს პარლამენტის მსგავსად პირველ სხდომას საარჩვენო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახსნის. შემდეგ მას ამ მოწვევის უხუცესი წევრი წაიყვანს. აირჩევენ დროებით სამანდატო და ხმის დამთვლელ კომისებს. მოხდება საბჭოს წევრების უფლებამოსლების ცნობა. რეგიონის საკანოდებლო ორგანოს წევრებს ფიცის დადებას კონსტიტუცია არ ავალდებულებს. ხვალვე უნდა იყოს არჩეული უმრავლესობა უმცირესობა, დაკომპლექტდეს ფრაქციები და აირჩიონ კომისის ხელმრვანელებიც.