ლეგენდარული მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

06 სექტემბერი 2021, 19:07 2724 ნახვა

ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს პარიზის გარეუბანში, ნეილი-სურ-სეინში დაიბადა. ბელმონდო ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია, მან მსოფლიო პოპულარობა 1958 წელს, ჟან-ლუკ გოდარის ფილმში "უკანასკნელ ამოსუნთქვაზე" მონაწილეობით მოიპოვა.

1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, სეზარის გამარჯვებული - მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "ბედით განებრივებული“.

2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.

ბელმონდოს ათობით როლი აქვს შესრულებული თეატრსა და კინოში, მისი სამსახიობო კარიერა კი 50 წელს ითვლის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი