ლაშა გობაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

06 სექტემბერი 2021, 15:37 1329 ნახვა

ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. 

ჩემპიონები გახდნენ: აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ). უმაღლესი სინჯის მედლისთვის მათ გარდა, გელა ბოლქვაძესაც (77 კგ) უნდა ებრძოლა, მაგრამ ტრავმის გამო აღარ უჭიდავია. 

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა - ლაშა გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი