ტექსტირება პროფესიულ პროგრამებზე

06 სექტემბერი 2021, 14:13 991 ნახვა

საქართველოს რეგიონებში პროფესიული ტესტირების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.  ტესტირება ზოგად უნარებში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ტარდება.

მაქსიმალური ქულისა და მინიმალური კომპეტენციის ზღვართან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა ტესტირებაში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი საკუთარ სარეგისტრაციო სისტემაშივე იქნება.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება   6 და 7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ჩატარდება. 

ის აპლიკანტები, რომლებიც კოვიდ-19-ის დადასტურების გამო ვერ მოახერხებენ ტესტირებაზე გამოცხადებას, სამინისტროს სპეციალური კომისია იმსჯელებს. მათ10-დან 25 სექტემბრის ჩათვლით დასაბუთებული განცხადებით, უნდა მიმართონ სამინისტროს.

განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აპლიკანტი ტესტირების პერიოდში კოვიდდადებითი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი