საოლქო საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილი პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მათ მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტების გადახედვა კი ორ დღეში მოხდება. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტიას ხარვეზი ექნება, საბუთების სრულყოფისთვის კიდევ ორი დღე მიეცემა.