სტიქიის გამო შესაძლოა ხელვაჩაურიდან ერთ-ერთი ოჯახის გაყვანა გახდეს საჭირო. ხინკილაძეები შიშობენ, რომ სახლთან მეწყრული პროცესები განვითარდება, რადგან პროცესი უკვე დაწყებულია.
ხელვაჩაურში ეს არ არის ერთადერთი ოჯახი, რომელსაც სტიქიამ პრობლემები შეუქმნა, რამდენიმე გარესამყაროსაცაა მოწყვეტილი. ჩაიხერგილია გზებიც.