ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.
შენობაში დაკვამლიანებაა. მოქალაქეების ნაწილმა საცხოვრებელი სახლი უკვე დატოვა.
შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადა მუშაობს, აქვე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე აბონენტებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
განახლება: 16:55 საათი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.