სპორტსკოლის მშენებლობის მოთხოვნა

01 სექტემბერი 2021, 14:34 546 ნახვა

"რატომ წაგვართვით სპორტსკოლა" - ამ სლოგანით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ქობულეთში სპორტსკოლის მშენებლობის შეჩერების  საკითხი გააპროტესტეს. 

აცხადებენ, რომ მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი 8-წელია გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩერებულია. ტერიტორია კი ნაგავსაყრელადაა ქცეული. 

ქობულეთის მერი კი აცხადებს, რომ სპორტსკოლის აღნიშნული პროექტი  სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს ხარვეზით დაიწყო და სწორედ ამიტომ შეჩერდა. 

მირიან ქათამაძე  ბრალდებას  უსაფუძვლოს უწოდებს.  მერი აცხადებს, რომ ქობულეთში სპორტსკოლა სხვა ტერიტორიაზე აშენდება, საპროექტო დოკუმენტაციის მიღება უკვე დაწყებულია და მშენებლობის თანხები ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი