გახანგრძლივებული რეგულაცია და დამატებით ახალი შეზღუდვა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლებსა უნივერსიტეტებში სასწავლო, საბავშვო ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი ორი კვირით გვიან განახლდება.
სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 4 ოქტომბრამდე იქნება დისტანციური მოდელით. ეს შეზღუდვა ეხებათ ბაღებსაც.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც, რომელიც არ იმუშავებს 13 სექტემბრამდე.