ალექსანდრე ჯეჯელავას კომენტარი

26 ნოემბერი 2016, 00:00 3611 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა “აუდიტორია 115”-ის წევრებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც პარალმენტის, ისე განათლების კომიტეტთან, თსუ-ს რექტორატთან და მოაგვარონ საკითხები. „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების ნაწილს თსუ-ს მე-6 კორპუსი მე-3 დღეა პიკეტირებული აქვს. ისინი შენობის დატოვებას მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. აქციის მონაწილეები არსებული ფორმით თვითმმართველობის გაუქმებას, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლის გაუქმებას, სტუდენტურის საცხოვრებლის კეთილმოწყობას, განათლების დაფინანსების გაზრდას, უნივერსიტეტში გარერეფერირების შემოღებას ითხოვენ. აუდიტორია 115“-ის წევრებმა გუშინ სტუდენტური თვითმართველობის არჩევნები გააპროტესტეს, რის გამოც პირველ კორპუსში არსებულ ოთხ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. მოგვიანებით, უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი