საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება. შეზღუდვა ეხება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებს.
ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.