ახლა კი გიყვებით იმ მცირე მეწარმე ქალების შესახებ, რომლებმაც ბიზნეს საქმიანობაში ბედი პანდემიის პარალელურად გამოსცადეს. ზოგიერთმა მათგანმა ტანსაცმლის მაღაზიიის გახსნა და პროდუქციის რეალიზება, ზოგიერთმა კი სამკერვალოს გახსნა გადაწყვიტა. სვეტლანა ნიკულინკოვა ერთ-ერთია, რომელმაც საკუთარი ატელიე დააარსა და პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ახლა თანამშრომლების დამატებაც გადაწყვიტა.