ენმ ბათუმის მერიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

30 აგვისტო 2021, 11:42 1329 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ბათუმის მერიას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

მაგალითისთვის პარტიის წევრებს   მიწისქვეშა ნაგვისურნების პროექტი მოჰყავთ.  მათი განცხადებით, მერიის შესაბამისმა სამსახურმა ურნების მონტაჟი  2015 წლიდან დაიწყო,   რისთვისაც  ათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა დღეს ქალაქის ტერიტორიაზე დამონტაჟებული  მიწისქვეშა ურნები  არ ფუნქციონირებს, დაზიანებულია და ანტისანიტარიის ბუდეა. 

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში საპასუხო კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში