ბათუმში ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აიცრა. ეკატერინე დგებუაძემ პოზიტიურად შეაფასა გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ იმისთვის, რომ საკლასო ოთახებში სწავლა განახლდეს მასწავლებელთა 80% უნდა აიცრას. სწავლის დაწყებამდე კი 3 კვირაზე ცოტა რჩება.
რაც შეეხება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესს დღევანდელი მონაცემებით, სულ ჩატარებულია მილიონ 145 ათას 925 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27%, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 13.1%-ი.გუშინ ჯამში 20 ათას 678 ადამიანი აიცრა.