საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხობის მერობის კანდიდატად დავით ბუკია წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ''ქართული ოცნება'' მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება.
პრემიერმა თქვა, რომ დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება.
''დღეს ვიმყოფებოდით პირველი პრეზიდენტის, სამააყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, მოვინახულეთ სოფელ ხიბულაში მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები დაჰყო ჩენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი იყო, რომელაც თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყანაში დამუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს.
ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, ჩვენი, ყველას ბრალია. ჩვენი ხალხის ბრალია, ჩემი ბრალია, ვინც ვერ დავიცავით მაშინდელი პირველი პრეზიდენტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხევევა გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი ისე გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, არ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ქვეყანაში, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა, აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შიდა და გარე მტერს ქვეყნის განვითარების შეფერხების საშუალება არ მისცენ.
''ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ უწოდებდა ქვების გროვას ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ცხინვალის რეგიონს და იმ სოფლებს, რომლებზეც ახლა მე ვსაუბრობ. კაცს, რომელიც თავისი უგუნურებით დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს უბრალოდ ქვების გროვას, რა ჰქვია თუ არა მოღალატე? ამბიცია და სურვილი, რა თქმა უნდა, მას აქვს, იმიტომ, რომ მას სხვანაირად არ ძალუძს, იმიტომ, რომ მისი მთავარი ამოცანა და მოტივაცია არის ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის პარტიას დღეს კიდევ ვინმე უჭერდეს მხარს.
შეიძლება ვიღაც იყოს განაწყენებული, ჰქონდეს საპროტესტო განწყობა, შეიძლება ბევრი რამ არ მოსწონდეს და ბევრი რამ ჩვენც არ მოგვწონს, მეც არ მომწონს, მაგრამ ჩვენ ხომ საერთო სურათს უნდა ვუყუროთ, საით მიდის ქვეყანა, რას ვაკეთებთ, როგორ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოს და რას გვინდა მივაღწიოთ. ერთ დღეში რომ არ აშენებულა ქალაქი, ეს ჩვენ კარგად ვიცით და ხშირად გვახსენებენ ოპონენტები ცინიკურად, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია ქვეყანა,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.