ხულოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

27 აგვისტო 2021, 10:11 791 ნახვა

დაბა ხულოში რუსთაველის ქუჩის  ერთ-ერთი მონაკვეთის საყრდენი  კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

ამორტიზებულ კედელს ახლით შეცვლიან, შემდეგ  კი  კედლის ფასადს  და  ზედაპირს    ბუნებრივი დეკორატიული ქვით მოაპირკეთებენ.   დაგეგმილია სანათების მოწყობა. 

ახალი კედლების გასწვრივ   მოეწყობა ტროტუარიც.  ამავე პროექტის ფარგლებში    პარალელური  ქუჩების  საყრდენი კედლებიც  კეთილმოწყობა. სამუშაოებს  შპს ,,ლაპოტი 2012 „ ასრულებს. 

სამუშაოებისთვის  მუნიციპალური განვითარების  ფონდიდან  213 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი