საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს სამეგრელოში მერობის კანდიდატები წარადგინა. ''ქართული ოცნების'' მარტვილის მერობის კანდიდატი თორნიკე ჯანაშია, ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი დათო გოგუა, წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა, ხოლო სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტებში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ასევე შეაჯამა ''ქართული ოცნების'' მმართველობის რვა წელი.
ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, იყო უმძიმესი შეცდომებიც, იყო სამოქალაქო დაპირისპირებაც, ომიც, ომი რუსეთთან, დროებით დაკარგული ტერიტორიები - აფხაზეთი და ოსეთი - ცხინვალის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ტკივილია. ამ გაკვეთილებზე ჩვენ ვსწავლობთ და მივდივართ წინ. ბოლო 8 წლის განმავლობაში, ეს არის უნიკალური პერიოდი, უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, მეგობრებო.
არ დავმალავ ჩემს გაოცებას, ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება, ადამიანი მხარს უჭერდეს „ნაცმოძრაობას“ და სააკაშვილს, კაცს, რომელმაც თავისი სისულელეებით დაგვაკარგინა 20%, კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი, ახალგაზრდები პირდაპირ ქუჩაში ჩახოცა და ათას სისაძაგლეს სჩადიოდნენ, მათ შორის აქ, სამეგრელოს ტყეებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.