''ვიზეარი''  ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებას გეგმავს

26 აგვისტო 2021, 13:56 837 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

მარიამ ქვრივიშვილმა აღინიშნა, რომ კომპანია მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია „ვიზეარის“ ტოპ მენეჯმენტი საქართველოში ქართული მხარის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში