ბათუმს 40 ახალი ავტობუსი შეემატება

26 აგვისტო 2021, 11:25 2348 ნახვა

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, ბათუმს 40 ახალი ავტობუსი შეემატება. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსები იქნება სრულად ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების, აღჭურვილი გათბობისა და კონდიცირების სისტემით.

დამონტაჟებული იქნება საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები. ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერის გზით შეიძინა.

შესყიდვის საერთო თანხა 5 მილიონ 521 ათას 595 ევროს შეადგენს. ინფორმაცია და ვიდეო მასალა მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი