კრიტიკა და ბრალდებები - პარლამენტის ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან მინისტრობის კანიდატების შეხვედრა დაძაბული კითხვა-პასუხის ფონზე გაიართა. ირმა ინაშვილის განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტები მიხეილ გიორგაძე, გიგლა აგულაშვილი, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გახდნენ. იყო შეკითხვები მათ შორის ისეთი კომენტარები, რომელიც, ჩემი აზრით, საპარლამენტო ფორმატს არ შეესაბამება - ასე შეაფასა სხდომა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.