საქართველოში კორონავირუსის  3803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა  48 პაციენტი

22 აგვისტო 2021, 11:26 1345 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის  3 803 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან   5 332 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 159  კვლევა ტესტით, მათ შორის 19 708, კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 451  PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11,3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10,92%  ხოლო 7 დღის მანძილზე - 10,8%.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში