სამართალდამცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს

21 აგვისტო 2021, 12:15 1692 ნახვა

სამართალდამცველებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1979 წელს დაბადებული. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის  მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად,  ტრასპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი