საქართველოში ბოლო 20 დღეში კორონავირუსით 829 ადამიანი გარდაიცვალა. დღესაც სიკვდილიანობის მორიგი ანტირეკორდი მოიხსნა, თუმცა შედარებით ნაკლები იყო ინფიცირებულთა რაოდენობა. გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა წინა დღეებსა და კვირებში შემთხვევების მაღალ გავრცელებას უკავშირდება.
ჯანდაცვის უწყებაში ჯერჯერობით, ოპტიმისტური პროგნოზს არ აკეთებენ, თუმცა, როგორც ამბობენ, მცირედი სტაბილიზაციის სურათი გარკვეულწილად იკვეთება.
მთელ ქვეყანასთან ერთად რთულია ეპიდვითარება აჭარის რეგიონში, თუმცა ჯერ-ჯერობით საველე ჰოსპიტლის მოწყობა არ განიხილება, როგორც ამბობენ, ეს იქნება უკიდურეს კრიტიკულ შემთხვევაში. ახლა ყველა მოქალაქეებს ნიღბის გამოყენებასთან ერთად ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
მომავალი კვირიდან რეგიონის მუნიციპალიტეტებში ამცრელი ჯგუფები ივლიან და მოსახლეობას ადგილზე აცრიან.