კოვიდ 19-ით გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა

20 აგვისტო 2021, 18:03 1521 ნახვა

ეპიდსიტუაცია ძალიან რთულია და ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს - ამბობენ მედიკოსები. ყოველდღიურად ისევ იღუპება  კოვიდით დაავადებული ბევრი ადამიანი.  59 გარდაცვლილიდან მხოლოდ აჭარაში 12 პაციენტია. მათგან  სამი ქობულეთში და როგორც გვაქვს ინფორმაცია, უმრავლესობა არ იყო ვაქცინირებული. 

გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა შემთხვევების მაღალ გავრცელებას უკავშირდება - კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და პროგნოზირება რთულია.

NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა გარკვეული პირობებით გახდეს შესაძლებელი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი