დღეს სრულდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და შექმნილი იქნება უსაფრთხო გარემო პრაქტიკული და თეორიული სწავლებისთვის.