პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე ხვალ იმსჯელებს

25 ნოემბერი 2016, 00:00 3149 ნახვა

ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტი ხვალ იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა უკვე მოიწვია და ის 12 საათისთვის ჩაინიშნა. მინისტრთა განახლებულ კაბინეტს ნდობის მოსაპოვებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უკვე ცნობილია, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები. მათ რიგ მინისტრებთან დაკავშირებით პრინციპულად უარყოფითი  დამოკიდებულება აქვთ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას  არ აპირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. უმცირესობა ამ საკითხში ერთიანია, საპარლამენტო უმრავლესობა კი - არ მალავს, რომ  ახალი სამთავრობო  შემადგენლობით კმაყოფილია.

ამავე კატეგორიაში