ინფრაქტრუქტურული სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე

19 აგვისტო 2021, 11:09 1163 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველადან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი მოასფალტდება.

სამუშაოები უკვე დაიწყო. გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები. პარალელურად, გრუნტის გამოცვლა და ბორდიურის მოწყობა მელიქიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთშიც მიმდინარეობს.

ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოსაწყობად გათვალისწინებულია არსებული ასფალტ-ბეტონის ტროტუარებისა და ბეტონის ფილების დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელისა და ჭების მოწყობა, გზაგამყოფ ზოლზე მოაჯირების მოწყობა, მწვანე კორდის განახლება და გარეგანათების სისტემის რეაბილიტაცია.  

ვიდეო-მასალა და ინფორმაცია ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი