გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა

18 აგვისტო 2021, 13:13 3168 ნახვა

დღეს ბათუმში ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 2021 წლის არჩევნებში ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი და შეთანხმებული კანდიდატები წარმოადგინეს. 

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ცნობილი ექიმი, ვახტანგ კალოიანი იქნება, რომელიც ''ევროპულ საქართველოს'' წარმოადგენს. 

მერობისთვის ოპოზიციიდან, ''ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი, გიორგი კირთაძე იბრძოლებს, რომელიც ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია. იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. 

მერის მოადგილეობის კანდიდატებად ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტები - გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დაასახელა. 

ბათუმის შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან სამში ''ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი იბრძოლებს. თითო-თითო ოლქში კი პარტია "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ევროპული საქართველოსა" და პარტია "ელენე ხოშტარია - დროას" შეთანხმებული კანდიდატები. 

დოკუმენტს ხელს ათზე მეტი სუბიექტი აწერს.

საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

1. ბექა დიასამიძე  „სტრატეგია აღმაშენებელი“ -  საარჩევნო ნომრით - 1

2. ნაზი ფუტკარაძე - ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - საარჩევნო ნომრით - 5

3. გენო თებიძე - ''ლელო საქართველოსთვის'' - საარჩევნო ნომრით - 9
 
4.  ნოდარ დუმბაძე - ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - საარჩევნო ნომრით - 5

5. დიმიტრი დარჩია - პოლიტიკური პარტია „ელენე ხოშტარია - დროა“ - საარჩევნო ნომრით - 32

6. ნუგზარ ფუტკარაძე - ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - საარჩევნო ნომრით - 5

7. ვახტანგ კალოიანი - „ევროპული საქართველო“ - საარჩევნო ნომრით -2 

''2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც რეფერენდუმის ხასიათს ატარებს, ოპოზიცია თანხმდება, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანდიდატებს, ითანამშრომლონ საარჩევნო საკითხებში, დაიცვან ერთმანეთის ხმები, გამარჯვების შემთხვევაში კი გააგრძელონ თანამშრომლობა და კოალიციურად განახორციელონ ბათუმისა და აჭარის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობა'' - განაცხადეს პრეზენტაციაზე. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში