„სტრატეგია აღმაშენებლს“ და „ლელოს“ მერობის კანდიდატები ამ დრომდე არ დაუსახელებია. ოპოზიციურ პარტიებში განმარტავენ, რომ პანდემიით დაწესებული შეზღუდვების გამო წარდგენები გადაიდო.
„ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატთა ვინაობა სავარაუდოდ თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
პარალელურად კი გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.