ზურაბ ზვიადაური ბრალის წარდგენის მოლოდინში

18 აგვისტო 2021, 14:28 1185 ნახვა

სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება.  იგი ისევ თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

ზვიადაურის ადვოკატის განცხადებით, კახეთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ.

ადვოკატის განცხადებით,  ზურაბ ზვიადაურმა მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი