კონსტიტუციას 4 მთავარი ცვლილებისთვის ამზადებენ

17 აგვისტო 2021, 18:15 979 ნახვა

ქუთაისის შემდეგ  საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა  თბილისში გაგრძელდება. კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერები საარჩევნო სისტემას და ბარიერს უკავშირდება. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მომდევნო ორ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს 2%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

მცირდება პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობაც. კიდევ ერთი ჩანაწერი გენერალური პროკურორის არჩევას შეეხება.  საყოველთაო-განხილვებში ყველა ის პარტია მონაწილეობს, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერა ხელი. საკონსტიტუციო ცვლილებას მაღალი კვორუმი - 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი