"ოცნებამ" ხელვაჩაურის მერობის კანდიდატად ზაზა დიასამიძე წარადგინა

17 აგვისტო 2021, 18:27 1529 ნახვა

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე    „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დღეს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. ცერემონია გონიოს ციხის ტერიტორიაზე  გაიმართა.  კანდიდატურის დასახელებამდე პრემიერმა  „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი შეაჯამა და პარტიის მიერ გაწეული საქმიანობაზე ისაუბრა.

ყურადღება გაამახვილა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პოტენციალზე, ასევე უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და  ეკონომიკის ზრდაზე პანდემიის პირობებში.  ხელვაჩაურის მერობის კანდიდატთან ერთად დღესვე დასახელდა საკრებულოს წევრობის 18 კაციანი  სია, რომელშიც ქალი მხოლოდ  სამია. პრეზენტაცია  მედიასთან კომენტარების გარეშე დასრულდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი