განათლების სამინისტრო მოუწოდებს მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში და ყველა საჭირო რეგულაციების დაცვით, ხელი შეუწყონ ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დაწყებას.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით.