პანდემიის პირობებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირების კამპანია გრძელდება. ამჯერად სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლში ჩავიდა და მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც და თავად გაეცნო იმუნიზაციის პროცესს.
სახელმწიფო მინისტრმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო მასალებიც გადასცა, რომლებიც ქვემო ქართლის იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ენის ბარიერის და COVID 19-ის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა დგას.