პირველი საველე ჰოსპიტალი პაციენტებს ელის

16 აგვისტო 2021, 20:04 1295 ნახვა

საქართველოში რთული ეპიდემიოლოგირი ვითარებაა და ვირუსთან საბრძოლველად წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელი მასობრივი ვაქცინაციის პუნქტები თითქმის ყველა რეგიონში ემატება.

ახლა ვირუსის გავრცელების ყველაზე რთული ტალღაა, რასაც სპეციალისტები თავის დროზე რეგულაციების დარღვევას უკავშირებენ.

ვირუსით გართულებული მდგომარეობის გამო, ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება. მძიმე პაციენტების მისაღებად ემზადება ქვეყანაში შექმნილი პირველი საველე ჰოსპიტალი.

სპორტულ დარბაზში არის საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და ყველა სამედიცინო აღჭურვილობა. საველე ჰოსპიტლის მოწყობა აჭარაში ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში