ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა იწყება

16 აგვისტო 2021, 15:07 1153 ნახვა

ქალაქის სხვადასხვა მერის ერთ-ერთი მთავარი,  წლების განმავლობაში შეუსრულებელი დაპირება და ბათუმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ბათუმის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტზე, რომელიც გენგეგმის ძირითადი ნაწილი იქნება, მუშაობა იწყება.  

კონკურსში გამარჯვებული კომპანია ამ წუთებში პრეზენტაციას მართავს, რომლითაც გაირკვევა სამუშაო გუნდის წევრების ვინაობა. 

გეგმის შემუშავების ეტაპები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც  ტურისტული ქალაქის განაშენიანებას გულისხმობს  და რომელიც 2004  წლის შემდეგ ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას ბათუმის მერია 2 მილიონ 115 000 ლარს გადაუხდის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში