29 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან 

14 აგვისტო 2021, 15:00 721 ნახვა

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992  წლის 14 აგვისტოს დაიწყო, დილის 7 საათზე საქართველოს თავდაცვის ძალები თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. მეორე შეტაკება, გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში, ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს.

საქართვლოს შეიარაღებული ძალები სოხუმის მახლობლად დაბანაკდნენ, ქალაქს სეპარატისტთა 300-კაციანი ფორმირება იცავდა. 18 აგვისტოს ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 წუთზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. ომის ძირითადი ფაზა კი 1992 წლის 14 სექტემბერს დაიწყო, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი