ხმაურით დაიწყო დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოპოზიციის წარმომადგენელმა კომისიის წევრებმა პროცესის გადადება მოითხოვეს, რაც ოლქის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა.
ოპოზიციური პარტიის ხუთმა კომისიის წევრმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მხოლოდ პროცესს დააკვირდა. ფიქრობენ, რომ კომისიის წევრობის რამდენიმე მსურველი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია და ამის თქმის საფუძველს მათ სოციალურ ქსელში აქტივობა უჩენთ. უნდობლობა მიუღებელია ოლქის თავმჯდომარისთვის.
ციალა შავაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური განცხადებებია და ბრალდებები უსაფუძვლოა. კონკურსანტმა, რომელსაც კომისიის წევრობა სურს, დამსწრეთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.