ვაქცინაცია ბათუმისა და ქობულეთის შემდეგ გააქტიურდა მაღალმთიან აჭარაშიც.
ქედის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად 150-მდე ადამიანი იცრება, რაც ძალიან კარგ მაჩვენებლად ითვლება, მაგრამ სასურველია ამ მონაცემის გაზრდაც.
ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით პროცესში ადგილზე ერთვებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც.