სავალუტო ფონდის ანგარიში

24 ნოემბერი 2016, 00:00 3265 ნახვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს მოხმარებეული შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,7%  იქნება,  ინფლაციის დონე კი 2%, 2017 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 4%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული წინა ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4% იყო, 2017 წელს კი 5,2%. “ხელისუფლება მიზნად ისახავს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელებას ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისთვის და ამავე დროს საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას. ხელისუფლება ასევე გეგმავს სტრუქტურული რეფორმების ყოვლისმომცველ პაკეტს, მათ შორის შიდა დანაზოგების მობილიზებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკაში ლარის გამოყენების გაფართოებას. ეს რეფორმები საჭიროა საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის”,  - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი