ქართული მხარე რუსეთის ქმედებას გმობს

24 ნოემბერი 2016, 00:00 3069 ნახვა

რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებულ ე.წ. შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს და ის საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღლდეგება - დოკუმენტის გაფორმებას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურებიან.  ,,ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს დაუპირისპირებს და არაღიარების პოლიტიკის მხარდამჭერი სახელმწიფოების რაოდენობის გაზრდის კუთხით იმუშავებს. რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყეტის შეთანხმების შესრულებისაკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი