დღეს დინამო ბათუმი უეფას კონფერენსლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თურქულ სივასპორს სტუმრად ეთამაშება.
იმისათვის, რომ პლეი ოფში გავიდეს, გია გეგუჩაძის გუნდს თურქეთში ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება. გუნდს ვერ დაეხმარება მეკარე ლაზარე კუტაპაძე, ამის მიზეზი კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხია. ასევე ვერ ითამაშებენ ?ზარია და ?გაფრინდაშვილი. სივასპორთან საპასუხო მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონების კარს, სავარაუდოდ, მიხელ ალავიძე დაიცავს.
წყვილში გამარჯვებული კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში კოპენჰაგენსა და პლოვდიდის ლოკომოტივს შორის მოგებულს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით ათ საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.