პარლამენტი დროშის დაზიანებასთან დაკავშირებით სანქციების შემოღების განხილვას იწყებს. ცვლილებების პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მსჯელობა უკვე დაიწყო.
საუბარია ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.
სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.