აჭარაში 10 აგვისტოს ქორწილების გამართვის გამო დაჯარიმებული ობიექტები

11 აგვისტო 2021, 19:12 13758 ნახვა

შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბათუმში აკრძალული ღონისძიებების - ქორწილის გამართვის გამო, 3 ფიზიკური და 5 იურიდიული პირი დააჯარიმეს. 2 ობიექტი კი დალუქეს. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

  • შპს ლიდერი-(სოციალური ღონისძიება- ქორწილი);
  • შპს გიო- (სოციალური ღონისძიება- ქორწილი);
  • შპს ბაგრატიონი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი);
  • ფიზიკური პირი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი);
  • შპს ბუბი მოტორს რესტორანი "ვოისი" (სოციალური ღონისძიება- ქორწილი);
  • ფიზიკური პირი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი);
  • ფიზიკური პირი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი);
  • შპს არსი (სოციალური ღონისძიება- ქორწილი);

სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ დაილუქა: შპს არსი;

შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდა:

  • რესტორანი "ერა" 
  • რესტორანი "სამი ძმა" 
  • რესტორანი "ძველი ბათუმი"  
  • რესტორანი "კრისტალი"

შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაილუქა: შპს "კახაბერი 2011";

​შრომის ინსპექციის მიერ, საქმიანობის განხორციელებისა და რეკომენდაციების დარღვევის საფუძვლით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სულ 16 ობიექტი, მათ შორის 7 იურიდიული და 9 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტი, სადაც ქორწილი ან შეკრება ჩატარდება  პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი