მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში ხვალიდან მოუსმენენ

23 ნოემბერი 2016, 00:00 3173 ნახვა

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა ხვალიდან დაიწყება. მთავრობის ახალ შემადგენლობას გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ. პარასკევს კი პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა გაიმართება. თავდაპირველად „პატრიოტთა ალიანსთან“, შემდეგ უმცირესობასთან და დასრულდება უმრავლესობასთან შეხვედრით. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს კი პარლამენტი ნდობას, სავარაუდოდ, შაბათს რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი