თურქეთში ტყის ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილები დააკავეს

06 აგვისტო 2021, 18:22 2820 ნახვა

თურქეთის სამხრეთ დასავლეთ მუღლას პროვინციის ორ რაიონში ტყის ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა. გამოძიების თანახმად, 2 აგვისტოს 4-მა ადამიანმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით მილასის რეგიონში ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი მიმალვა სცადა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იზმირთან დააკავეს. დანარჩენები - შემოგარენში, სადაც ადგილობრივებმა მათი ცემა სცადეს. კიდევ 3 ადამიანი 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბოდრუმში ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი