დღეიდან აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება შეუძლიათ. სააპელაციო განაცხადების მიღება 10 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, სააპელაციო განაცხადის მიღებამდე ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.