საბერძნეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და რამდენიმე ლოკაციაზეა გავრცელებული. მეხანძრეები ბოლო 24 საათში ცეცხლის 92 კერის ჩაქრობას ცდილობდნენ. რთული ვითარებაა კუნძულ ევიაზეც, სადაც ასობით სახლი უკვე დაიწვა.
სამართალდამცველებთნ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მონასტერიდან 12 ბერის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მეხანძრეებს 500 ჯარისკაცი და ათობით ვერტმფრენი ეხმარება.
კუნძულზე მაშველები საფრანგეთმაც გააგზავნა.