“ხელოვნების მუზეუმს ვიცავთ ბათუმში”-აქცია ევროპის მოედანზე

05 აგვისტო 2021, 18:40 373 ნახვა

მუზეუმის დასაცავად მხარდამჭერი აქცია გაიმართა ბათუმშიც, ევროპის მოედანზე. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, მათი განცხადებით, ეროვნული მუზეუმი ქვეყნის საგანძურია და ხელისუფლება არის პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზე. როგორც ამბობენ, მათ ხშირად უნახავთ რეაბილიტაციის პროექტები, რომელთაც ეროვნული საგანძურის განადგურება მოჰყვა. აქციაზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერეიც მივიდნენ, თუმცა მათ ტერიტორია მალევე დატოვეს. როგორც განმარტეს, მათ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური შინაარისის აქცია.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში